პარლამენტთან პოლიციელებმა გამოცემა “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს.
ამ ეტაპზე უცნობია ჯამში თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.
ცოტა ხნის წინ, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც ვაჟა სირაძე აცხადებს, მოქალაქეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.
აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ცნობისთვის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და იურიდიულ კომიტეტს გადასცეს განსახილველად.