პარლამენტთან “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს პოლიცია აკავებს – ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ.
ადგილზე ამ წუთებშიც დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა, მათ სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ აქტივისტებს არ მისცა.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თითქმის 2 საათია ადგილზე იმყოფებიან, მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
საკანონმდებლო ორგანოში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.