პარლამენტთან რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

ფოტო : გვანცა დევიძე

პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

საპროტესტო “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დღეს, 15 აპრილს ჩანიშნა. მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს დილიდან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

კანონის საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე გრძელება.