სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტის და უკრაინელი აქტივისტების მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე დაიწყო.
”27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა.
გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.
დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ.” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.