პარლამენტის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესხებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მადლობა მეგობრებო ამდენი ყურადღებისთვის.დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად. იმედია ბოლომდე ასე იქნება.
სიმპტომები თუ გამოჩნდება ეშველება, მაგრამ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გააცნობიერებ რამხელა საფრთხე ხარ.”- წერს მიშა ფეიქრიშვილი.