პარლამენტის აპარატის უფროსი “ქართული ოცნების” პარტიულ სიაშია

პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში 42-ე ნომრად არის წარმოდგენილი.

დღეს “ქართულმა ოცნებამ”  პროპოციული სია წარადგინა.  ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში არიან. სიაში არ არის დეპუტატი სოფო კილაძე. ის მერვე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.