რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო. თუნდაც გუშინდელი დღე. ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს აკეთებდა, 200 თუ 300 ადამიანი უბრალოდ იდგა და როცა პარლამენტის სხდომა დაიწყო, ახალგაზრდებს მოუწოდეს, რკინის ღობურასთან მივიდნენ და აბრახუნებდნენ. ასევე, პარლამენტის ეზოში ისროდნენ და აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, პატარა, ე.წ. ხლაპუშკებს – ეს არ შეიძლება და აუცილებლად დაისჯებიან. ვინც იყვნენ, იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება. დაისჯება იმ კუთხით, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები ყველას გამოეწერება – სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება ეს თუ რაც იქნება.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 25 ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე.