პარლამენტთან რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქტივისტების ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 6 პირის პროცესი 22 მარტისთვის გადადო, ხოლო მოქალაქე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა. იმედა კლდიაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
“ვაპროტესტებდი რუსული კანონის მიღებას, ვყვიროდი მონებს, მონა ლიზა როცა დავიძახე, აენთო ერთი პოლიციელი, მოტრიალდა და დანარჩენებს მოუწოდა ეგეც წამოიყვანეთ, დაიჭირეთო. რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი მომვარდა, ძალით ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, შემდეგ დიღმის იზოლატორში და იქ გავათენე ღამე”,- ამბობს თორნიკე კაკალაძე, სტუდენტი.