საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩასვლის მოწვევა არ მიუღია – ამის შესახებ, პარლამენტში აცხადებენ.
“მსგავსი მოწვევა შემოსული არ არის”. – განუცხადა საქართველოს პარლამენტმა “ტაბულას”.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიწვიეს.
“უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე.