პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს. “ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.