პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, პარტია “მოქალაქეები”, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიაა.
“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ , მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც “მოქალაქეები” ეწოდება, ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს არის ასე,”- განაცხადა ელისაშვილმა.