ამ წუთებში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ მამის დღის დაწესების საკითხს.
კანონპროექტის ინიციატორია ქუთაისის კერძო სკოლა “ღონე ქვეყნისას” მეექვსე კლასის მოსწავლეები.
კანონპროექტის ავტორის განცხადებით, მამის დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და უქმე დღე იყოს, რადგან 19 დეკემბერს მიხეილ ჯავახიშვილმა მისწერა წერილი თავის ქალიშვილს, სადაც ის ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს.