პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მოსმენას გამართავს. ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები, ასევე მთავრობის მხრიდან არსებობს შემხვედრი პოზიცია, რომ ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტმა ამომწურავი მოსმენა გამართოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები.ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია. ამიტომ გთხოვთ, რომ მთავრობასთან ერთად დავიწყოთ მომზადება”, – განაცხადა თალაკვაძემ.