ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის ფინალში გამოსვლის დროს პარლამენტში პლენარული სხდომა დროებით შეჩერდება. ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.
“ერთ საათში ან საათ-ნახევრის შემდეგ იქნება ფინალი და გთხოვთ, 5 წუთით სხდომა შევწყვიტოთ. ჩემი აზრით, არავინ იქნება წინააღმდეგი”,– მიმართა მდინარაძემ პარლამენტს, რომელსაც დეპუტატები დაეთანხმნენ.
ლაშა შავდათუაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება. შეხვედრა დაახლოებით 14:10 საათზე დაიწყება.