პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიცია.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.