პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

78 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაზე რეგისტრაცია 85 დეპუტატმა გაიარა.

დადგენილების თანახმად,  დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრა 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საარჩევნო დარღვევები და მათი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად 3 თვე უნდა განისაზღვრა.