პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
როგორც ინიციატორები და ცვლილებების ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში მთავარი მიზნები უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ინტერესები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მომხმარებლის უფლებებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უკავშირდება.
კანონს ემატება მუხლი, რომლითაც შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს. ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია, კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.
კანონპროექტი კანონად სავარაუდოდ ხვალ იქცევა.