82 მომხრე და 13 მოწინააღმდეგი – პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის განოპროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია ცვლილებებს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.
საერთაშორისო პარტნიორები და მეგობარი ქვეყნის საელჩოები პარლამენტს მოუწოდებენ, პროცესი ინკლუზიურ ფორმატში, არანაჩქარევად წარმართონ.