81 მომხრე და 7 წინააღდეგი – პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის განოპროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია ცვლილებებს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.
საერთაშორისო პარტნიორები და მეგობარი ქვეყნის საელჩოები პარლამენტს მოუწოდებდნენ, პროცესი ინკლუზიურ ფორმატში, არანაჩქარევად წარემართად.