პარლამენტმა კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

პარლამენტის წევრებმა კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“მეგობრებო, ახლა შეგვატყობინეს, რომ ჩვენი საზოგადოების სიყვარულით გამაერთიანებელი ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ… ყველას სახელით სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და ახლობლებს”,- თქვა გია ვოლსკიმ.

მსახიობის კახი კავსაძე 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.