პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
კენჭისყრის შედეგად, ირმა ინაშვილისთვის პარლამენტის წევრის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაეთანხმა 79 დეპუტატი, გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა.
პროცედურის შესაბამისად, ცესკო-მ უნდა წარუდგნოს პარლამენტს ამ დეპუტატების ადგილმონაცვლე წევრების თაობაზე ინფორმაცია.
ცნობილია, რომ ახალი მოწვევის მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა: ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.