პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილებებზე ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმდნენ.

ცვლილებებს მხარს არ უჭერენ პარლამენტში არშესული პარტიები, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.