საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
გენადი მაკარიძე – 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
ცნობისთვის, კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარიმართა. პროცესში მონაწილეობა არც ევროკავშირის საელჩომ მიიღო. კენჭისყრის პროცესი კი პროტესტის ნიშნად დატოვა ორმა ფრაქციამ: ლელომ და რეფორმების ჯგუფმა.