პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.

​კენჭისყრის შედეგები ასეთია:

გენადი მაკარიძე – 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;

ცნობისთვის, კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარიმართა. პროცესში მონაწილეობა არც ევროკავშირის საელჩომ მიიღო. კენჭისყრის პროცესი კი პროტესტის ნიშნად დატოვა ორმა ფრაქციამ: ლელომ და რეფორმების ჯგუფმა.