პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რეზოლუციას არ შეუერთდა ოპოზიციის დიდი ნაწილი. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შენიშვნები არ გაითვალისწინა.
აღნიშნული რეზოლუციის პროქტი დღეს დილით მიიღო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.