ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებათ.
“როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში”, – თქვა მან პლენარულ სხდომაზე.
ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს.