პარლამენტში დაცვით დადის, როგორ შეიძლება რაიმე დამოუკიდებლად წამოიწყოს – ბესელია კობახიძეზე

“პარლამენტში დაცვით დადის, როგორ შეიძლება რაიმე დამოუკიდებლად წამოიწყოს”- განაცხადა,პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “ფორმულას”, გადაცემა, “კომენტარში.

“განსხავავებული ტიპის პოლიტიკური ლიდერია პრემიერი გიორგი გახარია და სრულიად სხვა მოვლენაა, ლიდერს ვერ ვუწოდებ, ირაკლი კობახიძე. ის უბრალოდ ტექნიკური შემსრულებელია, მას იმის გამბედაობა არ ექნება, რომ რაიმე ტიპის პროცესი გახარიას წინააღმდეგ ისე წამოიწყოს, თუ დავალება არ აქვს.

კობახიძე პარლამენტის შენობაში დაცვით დადის. წარმოიდგინეთ დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში დაცვით გადაადგილდება. შინაგანი გამბედაობაც კიარ ჰყოფნის, რომ იქ თავისუფლად იაროს, როგორ შეიძლება მან რაიმე პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებლად წამოიწყოს.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.