პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივა. ის ნდობის ჯგუფის სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა თავდაცვის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ გაიმართება.
ნდობის ჯგუფის სხდომა დღეს, 12:00 საათისთვის დაინიშნა.