პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარება მივიდა

პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარება მივიდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, ხოშტარიას შესთავაზეს გადასხმის გაკეთება, თუმცა მან უარი თქვა.

“შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხვა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა”, – თქვა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-5 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.