“პარლამენტში ოპოზიციონერებს შეეძლებათ ვიცე-სპიკერის კანდიდატურის წარდგენა”- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს შეეძლებენ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ.
“მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით “ევროპელ სოციალისტებს” ქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის გაეზარდოთ 15 წუთი”, – აცხადებს მდინარაძე.