პარლამენტში რიგგარეშე სსხდომა დაიწყო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.სხდომაზე რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა. დეპუტატებს კონსტიტუციურ პროექტს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე წარუდგენს. სხდომას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები. როგორც ცნობილია, ისინი არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდების საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, კონსტიტუციურ კანონის პროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.