პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საპარლამენტო პლენარული სხდომა დაასრულა. ნიკა მელიას, რომელიც სიტყვით გამოსვლას აპირებდა, ამის საშუალება არ მიეცა.
მელიამ პარლამენტში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ის პარლამენტში სიტყვით პირველი გამოვიდოდა და საკუთარი პარტიის გეგმებზე ისაუბრებდა.
პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ მელიას საკუთარი სავარძელი არ დაუკავებია.