პირადად მე არავისთან მქონია კომუნუკაცია, თუმცა მაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს პარლამენტში სურათი იქნება სათანადო და პარტიები იქნებიან პარლამენტში, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურირში”. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ფარულად მუშაობს, აგიტატორებს ამატებენ, რომ მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, კობახიძემ უპასუხა, რომ: “ყველა ოპოზიციის წარმომადგენელთან -არა”.
“ეს ასე მოხდება, როგორც ეს მოხდა 2016 წელს და კიდევ ერთხელ გავიმეორემ, ამის სათქმელად მაქვს კონკრეტული საფუძველი. დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში. აბსოლუტურად ყველა”, – თქვა კობახიძემ.
“ეს ოლქებია, ისანი, სამგორი დ გლდანი”, – თქვა კობახიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტში ყველა შევა, ზუსტად ისე, როგორც 2016 წელს.