„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. მისი თქმით, სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად ქუჩაში დგომას არ აპირებს.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.
„ამ წუთში გადაწყვეტილი არ მაქვს როდის შევალ, თუმცა ჩემი ხედვები მაქვს და პარლამენტში შესვლას ვაპირებ. აბა რატომ არ დავწერე განცხადება? იქ რასაც იტყვი, იმას ქვეყანა ისმენს. მე ქუჩაში ვერ დავდგები სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით განსაკუთრებით. მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიაში ეს ყველამ იცოდა, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება უნდოდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავინ არავის არ აძალებს და არ სთხოვს ასე მოიქეციო. პარტიის წევრი არ ვარ, ვიყავი თავისუფალი წევრი, მე ვრჩები ამ პარტიის მხარდამჭერად და ვიქნები ბოლომდე“, თქვა ენუქიძემ IPN–თან საუბრისას.
პარტიის პირველმა სამმა ნომერმა მანდატებზე უარი თქვეს, თუმცა სია არ გაუნულებიათ. შესაბამისად, სიის მომდევნო ნაწილს პარლამენტში შესვლა შეუძლია.
კითხვას, შედიან თუ არა პარლამენტში, დუმილით პასუხობს პარტიის მე–7 ნომერი ფრიდონ ინჯია და მე–6 ნომერი ნანა დევდარიანი.
არჩევნების შედეგების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტში 4 ადამიანი მოხვდა. პირველმა სამმა დეპუტატმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატზე უარი თქვეს. უარი არ უთქვას მე–4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს და სიის მომდევნო ნაწილს