პარლამენტში შესვლით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც არშესვლით – კალაძე ენმ-ზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც არშესვლით,- ამის შესახებ მმართველი გუნდის,  გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება შესვლა-არ შესვლას, ამას თვითონ პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, თუმცა, გარკვეული შეთანხმება მოხდა, კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა, ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას, იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა, კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმჩნდებიან, ისევე, როგორც არ შესვლით“, – განაცხადა კალაძემ.