პარტია “მოქალაქეები” ზურაბიშვილის ინიციატივას, ქართულ ქარტიას უერთდება

პარტია მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას – ქართულ ქარტიას უერთდება.

“ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია მოქალაქეები ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.