„პარტიების დაფინანსების კანონპროექტს ვეთანხმები”, აცხადებს პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი განმარტებით, ის ეთქნხმება კანონპროექტს და არ აქვს მნიშვნელობა ის ვისი ინიცირებულია.
“„ნაციონალურ მოძრაობაში” რომ ერთი მონდომებული გოგოა, ანა წითლიძე, იმას რომ დაეინიცირებინა, იმასაც მხარს დავუჭერდი, იმდენად სწორი მგონია და მართებული ეს კანონპროექტი. ეს არის კანონპროექტი პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ. ფული აიღო და პარლამენტში არ შეხვიდე, მთელი ცხოვრება ასე იქცეოდე, ასე სადაა?! ეს არის ამ ღარიბ ქვეყანაში ხალხის ფულის მუქთახორულად ფლანგვა. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენმა პარტიამაც რომ გადაწყვიტოს, ხმები მიიღოს და მერე არაფერი აკეთოს, პარლამენტში არ შევიდეს და არ იმუშაოს… ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენც თუ ამ მუქთახორულ გზაზე დავდგებით, ჩვენს წინააღმდეგაც და ყველას წინააღმდეგაც უნდა იყოს გამოყენებული, ვინც ეცდება თავის თავზე მოირგოს ხალხის ფული”,- განაცხადა ელისაშვილმა.