პარტიის გაუქმებაზე არ არის საუბარი, საარჩევნო რეგისტრაციას ვაუქმებთ – კობახიძე ენმ-ზე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემდეგ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ იქნება ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. მისი თქმით, პარტიას არ გააუქმებენ, რადგან ეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.

“პარტიის გაუქმებაზე ხო არ იყო საუბარი, საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე, ეს არის ორი სხვადასხვა რამ, პარტიის გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, აქ საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არის როგორც პარტიის ლიდერი ჩართული საარჩევნო აგიტაციაში.

თუ ვნახავთ ჩვენ იგივე სურათს, მაგალითად, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე, ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ვიხილეთ 2020 წელს, მაგალითად, სააკაშვილი იყო დასახელებული პრემიერობის კანდიდატად, საარჩევნო კლიპებს ახმოვანებდა, ასეთ შემთხვევაში, იმ არჩვენებისთვის გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია”. – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა საარჩევნო კოდექსი რეაგირების მექანიზმს არ შეიცავს, გარდა 2000–ლარიანი ჯარიმისა,