“2 დღით ადრე პარტიის თავმჯდომარის ბოდვები იყო ჩაფენილი”- ასე ეხმაურება, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.გახარიას თქმით, ივანიშვილის წერილი პოლიტიკურ ველზე ზეგავლენისთვის შეიქმნა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ, ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
“დასაბუთება არის ის, რომ 2 დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო გაპრავებულად დაერქვა ღალატი. ეს განცხადება მისი ტონალობით აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ამ განცხადებაში 2 საკითხია: “გიორგი გახარია ჩემი პროექტი არაა” და “გახარია არის მოღალატე”.
ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც 1 სიმართლეა, რომ გახარია არაა ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება; მეორე ტყულია, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ “ოცნება 2″, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან, ერთად, მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე პირდაპირი გავლენა ჰქონდეს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.