“მოდის მომენტი, როცა პარტიული პროტესტი უნდა გააქტიურდეს”-განაცხადა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.
“მოდის მომენტი, როცა კარგი გაგებით, პარტიული პროტესტი უნდა გააქტიურდეს და შეუერთდეს იმ სამოქალაქო პროტესტს, რომელშიც პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ, მაგრამ საერთო ჯამში სამოქალაქო პროტესტია.
პარტიებისთვის სპეციფიკური გამოწვევები არსებობს. ხელისუფლება იყენებს პარტიულობას, პროტესტში პარტიების ჩართვას ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, ზოგჯერ ეფექტურად.
ამის გამო, ბუნებრივია, პარტიები ფრთხილობდნენ, ჩვენც ვფრთხილობდით. მაგრამ რაღაც მომენტში დგება პარტიული პროტესტის ღიად დაწყების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, კოვიდის და პანდემიის ფაქტორი არსებობს და უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ აქაც ზღვრები არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მომწიფდა მომენტი, როცა ამ ფაზაში გადავიდეთ. “-განაცხადა ბოკერიამ.