უკრაინის გენშტაბის განცხადებით, დასავლელი პარტნიორებისგან მიიღეს ავიაციისთვის რაკეტების დიდი პარტია.
“პილოტები ირწმუნებიან, რომ ეს ყველა ოკუპანტისთვის საკმარისი იქნება. მადლობას ვუხდით “პუტინის წინააღმდეგ კოალიციას” უკრაინის არმიის მტკიცე მხარდაჭერისთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”,– წერია გაერთიანებული ძალების განცხადებაში.