იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეთა წინააღმდეგ მიმდინარეობს “იმიჯის შელახვის კამპანია”.
მისივე შეფასებით, არსებობს აღქმა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.
“მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს”,- ამბობს გვრიტიშვილი.