“ყველა იმ ადამიანმა, ვის მიმართაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო დღეს გაშავების, სიბინძურის, ზეწოლისა და შანტაჟის კამპანია, მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ფაქტი არის გადაცემული ჩვენი პარტნიორების მიმართ. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ადამიანების უფლებების დაცვას და არ აპირებენ ამაზე თვალი დახუჭონ და “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეებზე შანტაჟი რასაც ვხედავთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალ-ცალკე მოერევიან ამ ხალხს, ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ დღეს ცალ-ცალკე ის მოქალაქეები, ვინც ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, არ ვართ, ვართ ყველა ერთად”.
თქვა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.