თეოლოგი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მეუფეები და პანსიონის დირექტორი უნდა მიეცნენ.
“სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ მეუფე სპირიდონ აბულაძე, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორი დეკანოზი ფილიპე აბაშიძე. მეუფე სპირიდონი და მამაო ფილიპე პირველად არ ჩაჯდებიან ციხეში”,– წერს ბასილ კობახიძე.
დღეს ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გამოიყვანა, 10-ის გამოყვანაზე კი მუშაობა მიმდინარეობს.
პანსიოში არ უშვებენ სახალხო დამცველს. მეუფე სპირიდონის თქმით, მის შეშვებას “სიკვდილი ურჩევნია”.
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, რომ მათ სახაზავებით და რეიკებით ცემდნენ, ხან კი ბრინჯის მარცვლებზე აყენებდნენ. მისი თქმით, აღმზრდელს ბავშვი ცემაში შემოაკვდა.