“პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს”
ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აცხადებს, რომ მხოლოდ მისივე პასუხისმგებლობაა, რადგან “შიმშილობა მისთვის არავის დაუძალებია”. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 26 დღეა შიმშილობს.