25 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ეხმიანება და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
“აშშ ძალიან შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს. თუ ცნობები ზუსტია, აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მოწოდებას სრულფასოვანი გამოძიებისთვის და მზადაა, დახმარება გაუწიოს ამ ძალისხმევაში.
ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ, დაინახონ სრული და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისროთ ჩართულ პირებს. ჩვენი ფიქრები ბატონი ნავალნის ოჯახთანაა და ვიმედოვნებთ, რომ ის სრულიად გამოჯანმრთელდება.” – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.
24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.