წერს ამის შესახებ, მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა სოციალურ ქსელში.
მანუჩარ ცაცუა, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, დაკავებული მოქალაქეების საქმეებს განიხილავს.
”დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!” მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!
მადლობა ყველა ადამიანს, ჩემს სტუდენტებს, რომ იბრძვით სამშობლოს თავისუფლებისთვის, ხართ თავგანწირულები და გიყვართ ერთმანეთი! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა :((((”- წერს