”პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილია” აქციას გამართავს.
“დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ორგანიზებული ძალადობის ხელმძღვანელები კვლავ დაუსჯელენი არიან. 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის უკან. პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას”, – წერს “სირცხვილია”.