“პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური. პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ იქ, სადაც უნდა გადაეყვანათ – საავადმყოფოში. მაგრამ პატიმარს რომ აბრუნებენ ციხეში, ამაში რა არის განსაკუთრებული, არ ვიცი. ჩვეულებრივი ამბავია. ვერანაირი განადგურების მცდელობას ვერ ვხედავ. პატიმარი გადაიყვანეს ციხეში, რომელმაც იმკურნალა და აღარაა მძიმე მდგომარეობაში. სასამართლო პროცესზე რაც ვნახეთ, განადგურებულის არაფერი ეტყობოდა, ჯანმრთელად იყო და გადაიყვანეს. წავიდეს სტრასბურგში, გაიმართლოს თავი, გამოვიდეს ციხიდან. სააკაშვილმა ისევ თუ შიმშილობა დაიწყო, იქნება ძალიან უხერხული ჩემი აზრით და გაუგებარი, რატომ, რაზე უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, გამომიშვით ციხიდანო”
ამბობს “მოქალაქეების” დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე.