ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო, აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას 600 დღეა ვერ უკავშირდებიან.
“600 დღეა არ გვაქვს ცნობები მარია კოლესნიკოვასგან. ძალიან განვიცდით: ცოცხალია, თუ არა, ჩვენი მაშა?მარია ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მარიასა და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის”. – წერს ბაბარიკო.
მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერთიანებული ოპოზიციური შტაბის წევრი გახდა.
2020 წლის 7 სექტემბერს კოლესნიკოვა ბელარუსმა ძალოვნებმა გაიტაცეს და უკრაინის საზღვართან მანქანით მიიყვანეს და ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, მაგრამ კოლესნიკოვამ პასპორტის კონტროლის ზონაში პასპორტი დახია და მანქანიდან გადახტა. ძალოვნებმა კოლესნიკოვა მალევე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით კოლესნიკოვა 2023 წლის 10 მარტიდან გომელის ქალთა კოლონიაში იმყოფება.